Sunday, September 21, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ჩვენი ტრენინგი......
ნამდვილად სიტყვები არ მყოფნის გამოსახატავად ისეთი კმაყოფილი ვარ... მიუხედავად კომპიუტერების და ინტერნეტის  გაუმართავი მუშაობის, რომელსაც  თან ერთვოდა  დროდადრო ელექტროენერგიის გათიშვაც, საბოლოოდ ჩვენი ტრენინგის მიზანი მიღწეულია - ისტის გამოყენებით პროექტებით სწავლება ნამდვილად  ვისწავლე, არის უამრავი  საკითხი რაც შემდეგში უდა გამოვიყენო....მაქვს  დიდი სტიმული განვახორციელო  მსგავსი პროექტები....
საოცრად თბილი და მეგობრული გარემოა ირგვლივ, რაშიც დიდი წვლილი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩვენს უსაყვარლეს ტრენერს მიუძღვის....
მართლა ძალიან მომეწონა ყველას ბლოგები და პრეზენტაციები, წარმატებებს გისურვებთ ყველას..............

 მომენატრება ეს დგეები....უღრმესი მადლობა  ქ-ნ მაიას!

Saturday, September 20, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგის სასწავლო ფორმატი. ვისწავლეთ ფასილიტაციის კითხვარის შედგენა, შევაჯამეთ და თავის მოვუყარეთ შეძენილ ცოდნას, რომელიც ვფიქრობ საკმაოდ დიდია, ვღელავ ხვალინდელი დღის გამო, რადგან ხვალ არის ბოლო პრეზენტაციის დღე და ამით ჩვენი ტრენინგი სრულდება...

იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.......

Saturday, September 13, 2014

მეშვიდე დღე

           ტრენინგის დასაწყისში ნაკლებ მომზადებული ვიყავი, მაგრამ როგორც კი  მივუჯექი კომპიუტერს მაშინვე დავიწყე მუშაობა.    ძალიან საინტერესო  დღე იყო, ვისწავლეთ ბლოგზე და დრაივზე მუშაობა სხვადასხვა კუთხით.....ვფიქრობ, რომ მუშაობა თანდათან უფროდაუფრო საინტერესო ხდება...

Saturday, September 6, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები ზოგადი კითხვა ნეტავ ვინ ააგო?

ზოგადი კითხვა
ნეტავ ვინ ააგო?
თემატური კითხვები
უცხო ქვეყნის კულტურული ღირშესანიშნაობების გაცნობა რა ზეგავლენას ახდენს მოზარდის ცნობიერებაზე?
შინაარსობრივი კითხვები
ენიჭება თუ არა ფრანგულ ენას მთავარი როლი, როგორც კომუნიკაციის საშუალებას ამ პროექტის განხორციელებაში?

Saturday, August 30, 2014

მესამე დღის რეფლექსია

ელექტროენერგიის გატიშვის გამო დგეს  მუშაობა დავიწყეთ პროექტების გეგმების ზეპირად განხილვით, მოვისმინეთ და გავცვალეთ ურთიერთშეფასებები.
   მას შემდეგ რაც  მოგვეცა საშუალება ჩაგვერთა კომპიუტერები, ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება, განვიხილეთ სხვადასხვა შაბლონები....
ძალიან  კმაყოფილი ვარ...
მ ა დ ლ ო ბ ა...

მეორე დღის რეფლექსია

           ძალიან მომწონს ჩემი ტრენერი ქ-ნი მაია, დღევანდელი ტრენინგი ნამდვილად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ვისწავლე ბლოგის შექმნა, განვიხილეთ ბროშურის შაბლონები და სხვადასხვა პროექტის მოკლე მონახაზები, ჩავინიშნე ჩემთვის საინტერესო ინფორმაციები, უფრო ახლოს გავიცანი  ჩემი კოლეგები, დავისახეთ შემდეგი დღის დავალებები...
     დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა,

            გ მ ა დ ლ ო ბ თ